kids.ge logo

ადგილო კურუმ-კურუმო

ფავორიტებში დამატება
ადგილო კურუმ-კურუმო,
ველიან-ჭალიანაო,
სამოთხესავით ლამაზო,
მიყვარხარ ძალინაო,
რადა ხარ სულ მუდამ დინჯი
შე შურთხის თვალინაო?
იმსჭვალვის აზრით ქვეყანა
კაციან-ქალიანაო!

შენის გულისთვის თავს იკლავს,
სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო;
შენ არც ჭირს იმჩნევ ჭირადა,
არც დაგეტყობა ლხენაო;
მსმენოდა ნეტამც ერთხელა
მე შენი ტკბილი ენაო,
მენახა აღფრთოვანება
და შენი აღმაფრენაო!
გულში ინახავ დიდ ფიქრსა,
არ გინდა გამოჩენაო.
შენი მტერი და ორგული
ფალმა შეაჩვენაო!

მთვრალი ხარ მხოლოდ ეშხითა,
დღისით - მზით, ღამე - მთვარითა,
ფეხთით არაგვი გიმღერის,
რი გიზის თავითა.
გარიგებს დედობრივის ხმით,
ყო ჭკვინად, დინჯადა,
რომ გიხსენებდეს ქვეყანა
მუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!
შემკულსა ყვავილებითა
პირს გბანდეს ნამი დილისა,
გულს გაწვეთებდეს ნექტარსა
სიო ნივის გრილისა.
ნუ მოსტყუვდები, სიტურფეს
გარეგანს უნდა აზრიცა:
სიმშვენირეს ტვინისას
ვერ სჯობს სიტურფე ტანისა,
თორემ დაჰკარგავ მაგასაც,
რაც წარმტაცი გაქვს თვალისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხმე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, ...დამისხი, დამალევინეჭაბუკობაში ვყვიროდი. როცა მოვცადე სოფელი, ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი. ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახურის ვაზ...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026