kids.ge logo

გულს

ფავორიტებში დამატება
გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
ღარ გვეცალოს სატირლად,
ღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიდეს,
დილის მზეც ამოდიდეს,
რიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიდეს…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაკური-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? -არ მინდა, ძველი დარდ...კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...ჩემი ვედრებაღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026