kids.ge logo

ვარსკვლავი

ფავორიტებში დამატება
ცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზედ დამცქერალია,
კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას
სხივმოფენილი ქალია.

გაჩუმებულა სამყარო,
შაყენებულა წყალია,
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკე ჰრჩებათ თვალია.

გადახალისდა ქვეყანა,
ცხო რამ იგრძნო ძალია.
„არ წავსწყმდებიო, არაო”, -
ბუნებამ დაჰკრა ზარია.

შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შატყო,
შავეთის ტყდება კარია.

გახარებულმა ზეცამა
უხვად დაყარა ცვარია,
ტყდება მონების ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026