kids.ge logo

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ

ფავორიტებში დამატება
მე შენის ტრფობით ვერ გავძეხ,
შენ — ჩემის სიძულვილითა.
ვერ გიღალატებ მაინცა,
თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა,
გულ-დაკოდილი შენგანა
მითაც ღმერთს გახვეწებ სიტყვითა.
გახვეწებ, ვემუდარები
ცეცხლის მქშინავის პირითა,
გარშემო შემოხაზულა
ცხელის ცრემლების მილითა.
თანაც დაგბრუნავ თავზედა
ჩემის ჯვარცმულის ფიქრითა.
შენ ამას არაფრად აგდებ,
მოხვალ, ზედ მდგები წიხლითა.

უცვლელი ვრჩები მაინცა
ჩემის წადილით დიდითა,
სამყაროს იქით რომ მიდის,
მომაკვდავთ განა იცითა?!
წვრილმანს, ჩანჩალა აზრებსა
ვილალავ აქეთ-იქითა:
არ დამიშალონ მიმოსვლა
ღმერთთან ამ გრძნობის ხიდითა.
შენი ვარ დიდი ერთგული,
ვერვინ შემხედავს იჭვითა.
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
თუნდ შხამს მასმევდე ჯიხვითა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილია ჭავჭავაძის სახსოვრადსაძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი. გვყ...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...როს ვუკვირდები თავის თავს…როს ვუკვირდები თავის თავს და არ ვემდური მეტადა: მადლს დავთვლი ათასობითა, ცოდვა სამ რჩება კენტადა, მხრები ...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026