kids.ge logo

ნუგეში მგოსნისა

ფავორიტებში დამატება
ვნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა:
გულზე მედება ცეცხლის გენია,
ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს
ვი მე არა ჩამიდენია;
ვინ რას გაგებს, ან ვინ რა იცის,
რამდენჯელ ცხარე ცრემლი მდენია?!
ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურად
და ცას ცირად მივეთავაზი,
არ მიბობღნია დაბლა ქვემძრომად,
მაღლა დავფრინავ, როგორც გავაზი;
ჩემს ტურფა მხარეს მკერდს დავაკერე
სიტყვა საგმირო, სიტყვა ლამაზი,
და ამ ჩემს მღერას ყურს რომ უგდებენ
ქართლელ-კახელი, იმერ-აფხაზი.
მამა-პაპათა აკლდამებიდან
გამოვიწვიე გმირთა აჩრდილი
და დავუკოცნე იმათ მკლავები,
სახე შუბის წვრით და ხმლით აჩრჩნილი;
მე გავაცოცხლე ხელის შეხებით
ლეში მდუმარე, ლეში გახრწნილი.
თავზე დავადგი დაფნის გვირგვინი,
წელი შევუმკე ისევაც ხმლითა,
ნოყირად ვქმენ ნაგვალი მიწა,
როგორაც წვიმამ, მოსულმა ცითა.
არ დაუძველდა ჩემს გულს თვის სატრფო,
როგორაც სხვისას, ვნუგეშობ მითა.
მე არ ვუთხარე მოძმესა ორმო,
თხრელი შევმურე კუპრით და ლაფით;
არვის გავტაცე მე ლუკმა-პური,
სხვასაც გავუყავ ნაშოვნი ჯაფით,
და სიყვარული ჩემს თანამოძმეთ
ვაწყე მედგრად ნაღარით, დაფით.
სულო საგნებს სული ჩავბერე,
ვასაუბრე ლოდები კლდისა
და, როგორც მეფე, გავათამამე
მწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა.
მადლი მფენია მარჯვენაზედა
იმ შემომქმედის, მაღალის ღვთისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...შემომღუღუნე, ჩონგუროშემომღუღუნე, ჩონგურო, აკვნესდი, ამაკვნესია; მორწყე და ააბიბინე გულს ვარდი დანათესია, ჩემთვის კვნესაში სილ...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026