kids.ge logo

უნუგეშო ყოფნა

ფავორიტებში დამატება
ას, ბნელს ხევში მოსულსა,
დიდი ჭანდრები ჰფარავდა,
წადა დიდხანს სიცოცხლე,
წადილს აღარა ჰმალავდა:
ნაბებოდა, ჰკრთებოდა,
მზის სხივს ელოდა მაღლითა;
შეჰფოფინებდა სამყაროს
გაშტერებულის თვალითა,
მზის სხივი აკლდა, ელოდა,
მზე აღარ ამოდიდა,
ჩიქილად მისი სხივები
თავზე არ ეფინებოდა.
მოიკვნესა ჩაგრულმა,
გულმოკლულს ეტირნებოდა.
მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა
ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,
ვერ უმთელებდა წყლულს გულსა
ფერგახუნებულს იასა.
ა სჭკნებოდა, კვდებოდა,
მიწასვე ებარებოდა.
გაღმა კი ყვავილთა გუნდი
სამოთხეს ედარებოდა;
მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,
ჯავრი არ ეკარებოდა;
ას სიკვდილი ამ დროსა
მით უფრო ემწარებოდა, -
ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,
მას მიწა ეფარებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...მე შენი ტრფობით ვერ გავძეხმე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, ...პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...ქეიფიდამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026