kids.ge logo

შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა

ფავორიტებში დამატება
შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა,
როგორ თავხედობს წყელი!
სწადიან შთანთქას, გააქროს
მზის სხივი გამოსრელი.
წინ ეღობება მნათობსა
ეგ უბადრუკი, წყელი!
მზემ კი დასჭრა და დაკაფა
მისი ბედკრული სხელი.
არ იშლის წესსა ღვთიურსა
ქვეყნის გათბობას ჩველი.
ველებს, ჯურღმულებს ანათებს
მზის სხივი გადმონთხელი.
თავს უკრავს მადლობის ნიშნად
ვარდი, ნორჩს ყლორტზე რწელი.
მკვდრებს აღდგენს საფლავებიდან
ბულბულის ენა გრძნელი;
ქვესკნელში ეძებს საფარსა
ღრუბელი გამოქცელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...ხევზედ მიდიან ნისლებიხევზედ მიდიან ნისლები, გაჩქარებულნი, მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა! ვეღარას ვ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026