kids.ge logo

შემომღუღუნე, ჩონგურო

ფავორიტებში დამატება
შემომღუღუნე, ჩონგურო,
აკვნესდი, ამაკვნესია;
მორწყე და აბიბინე
გულს ვარდი დანათესია,
ჩემთვის კვნესაში სილაღე
რამდენი ჩანალესია!..
მოჟღარუნდი ხმატკბილად,
ტირდი, ამატირია!..
ჩემთვის ღვთის პირით ტირილში
სამოთხე დანაპირია,
ტირილით გაუმთელდება
გულს მოტეხილი პირია.
ანგელოზთ გუნდში კი ვმღერი
მაშინ, როს აქა ვტირია.
თვალს ნუ მარიდებ, ლამაზო,
ჩემკენ მოღე პირია.
შენს მზერას ჩონგურის ხმაზე
რაღა სამოთხე სჭირია?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026