kids.ge logo

ქართლს

ფავორიტებში დამატება
ქართლო, დარდების ამშლელო,
გულ-მაგარ ძეთა მხარეო!
რო გნახე, გული აძგერდა,
ფიქრი მეწვია მწარეო.
რა ვსთქვა, ისა სჯობია,
გულშივე დარჩეს ბარეო.
დავჯე, დავიწყე ტირილი,
ცხარე ცრემლები ვღვარეო.

თას დარდებში გამხვიე,
ლამაზო არე-მარეო!..
ტირილით რაღას ვუშველი,
ფილაც გამოვცალეო.
შენგან აღძრულსა ფიქრებსა
ვეთაყვან-ვენაცვალეო.
გაღმით რომ გორიჯვარია,
საოცნებოა რამეო.
გორის თავს გალავანია,
დიდს მთის კლდეს შევადარეო;
ბევრი უნახავს ვაბა,
ცრემლი და ომი ცხარეო;
რა დამავიწყებს იმ წამსა,
როს დაჰნათოის მთვარეო!
ამბნა ჩემთვის რაცა მკლავს,
ლიახვსაც ვემუდარეო,
მტკვართან აქვს მტკიცე კავშირი,
ურყევი, დაუმცდარეო;
მათ ზირი აქვთ სიცოცხლე
ერთი-სხვის გასახარეო.
რა ვნახე იმათ ძმობაი,
ცრემლები გადმოვღვარეო.
ტირილით ვეღარ ავავსებ,
ფილა გამოვცალეო.

შენგან აღძრულსა ფიქრებსა
ვეთაყვან-ვენაცვალეო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...არწივიარწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზ...ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026