kids.ge logo

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ფავორიტებში დამატება
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლირი ნისლია?
ვისია ცხრა ბედარი, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიტოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
მისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
ღარ გყავს შენი პატრონი, ხერხელიძე აღათანგ!
ეს მშობლირი ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქინი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
მაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარინებს ბნელში ამაოდ დაძებთ:
სინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლირი ნისლია?
ვისია ცხრა ბედარი, ცხრა დარახტული ვისია? —
დაწრილებენ, დაძრწიან ქაფმორელი ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიტოვეთ რაშები?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰ...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...სალაღობოხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026