kids.ge logo

სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი

ფავორიტებში დამატება
სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდენ!

მაგრამ, სულო, იგი ცრემლი
არ სტიროდა ამ სოფელსა;
სახე შენი მოწყენილი
რა ჰგავდა ხორციელსა!

აწ მივხვდი მე, უბედური,
თვალთა შენთა მეტყველებას:
თურმე ცრემლი უცნარი
მოლოდა ჩემს ობლობას!

ახლაც, ოდეს ვნახავ სადმე
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,
გულამოსკვნით ვიგონებ მე
დღეთა ჩემთა ბედნიერთა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალიხმა საკრავისა, ნელ ნარნარისა, სულს განახარებს; და მშვენიერის ენა ამიშლის გულისა ჭირებს! ვჭვრეტდი ლამაზსა,...ნაპოლეონნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას, და თქვა: „აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?“ და რა იხილა თვისს დიდების ...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...ქეთევანზვირთები მოდუდუნებენ, ჭალები ბუჩქნარეობენ, ხშირნი ლამაზთა კიდეთა მჩქეფრად მდინარის ქსნისათა. მიმქრქალებულ...საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026