kids.ge logo

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?

ფავორიტებში დამატება
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფილისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საკუნო ტრფილებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენირითა.

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორცილების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!

მშვენირება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაბობისა,
რად გრწამს არ იყოს საკუნო მადლი ტრფობისა?

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დაბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენირება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბულბული ვარდზედბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი: „ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი, მაღირსე...როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითაროს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა, ღიმილით გევხარ მაისის დღესა, მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა და მათი მ...ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026