kids.ge logo

ილაპარაკეთ

ფავორიტებში დამატება
ჩემზე ჰყვებიან
თას ამბავს,
რამდენ არაკებს,
მაცალეთ ცოტა,
ჭორ-მართალში
სული მოვითქვა,
ლაპარაკეთ, ჩემო კარგო,
ლაპარაკეთ,
იქნებ საერთოდ
ლაპარაკის ჟინი მოიკლათ.
ზეგანის თავზე
სულმწყურვალე
პეშვით დავხრილვარ,
და კორწოხებში
ფეხშიშველას მაწვიმ-მათოვა;
საკუთარ თვალით
დანახავს თურმე ვიღაცას,
ერთ ღამეს როგორ
გამიტაცა ღრუბელთ ბატონმა.
ღამეს ვარსკვლავთა
ქარავანში ახლაც გავათევ,
ცასა და მიწას ჩავეხვევი
თავდავიწყებით,
ლაპარაკეთ,
ჩემო კარგო,
მე ახლაც მიყვარს,
ტრფობის ცეცხლით ახლაც ვიწვები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სხვაგან არ მეძიოთმე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ, ვიქნები ლოცვად დავარდნილი, სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა და ცა მე...საქართველოს ღირსიდედოფალი შუშანიკ, ჩუმი ლოცვა მისი, ქართველებო, იყავით საქართველოს ღირსი. დედის უბეკალთიდან აფრენილი ნისლი...ფიფქის სიმღერამე ფიფქი ვარ, თოვლის ფიფქი პატარა, ქარმა ხევ-ხევ, მინდორ-მინდორ მატარა, მოვფრინავდი, შენსკენ მოვიჩქაროდი ...დედა და პოეტიმე ვიცი, ჩემში ორი ქალია _ ერთი ლექსებს წერს, მეორე არა. მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია, მეორე _ გულში რა ნაღ...საქართველოს დავხატავკერვა უნდა ვისწავლო ამ პატარა თითებით, დედას კაბას შევუკერავ, როცა დიდი ვიქნები. ქსოვა უნდა ვისწავლო ამ პ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026