kids.ge logo

დილას მთიებს

ფავორიტებში დამატება
დილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა;
მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად;
გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახედა,
რადგან სატრფოს სამყარო უძს ის არად.

განმაკვირვებს მნათობს ჩემთვის უდარე,
დღე დისკოებრ, ღამე ცთომილს უდარე;
წყი, მომკლავს მზადა ჰქონან სუდარე;
ტკბილს ნარგიზებრ ჲინდნი [!?] გარ სცვენ ისარად.

ბროლ საშუალ ლალი ისპობს ღაწვები,
ვარდნი ჰბაგობს მისის ეშხის ღაწმები,
მარგალიტთა წყობილი მცეს ღაწვები,
წყალობით მაჭკნობს, იჩნევს ის არად.

მაღრიბ მზეობს, მაშრიბს შექმნენ მწველადა,
ლახვრით დამჭერ, სისხლით მორწყენ მწველადა,
რაზომც მრისხავ, კვლავ ეტკბობის მწველადა,
რად ვერ მიცნობ მე სხვა ვარდი ისარად.

მკვდარ-ქენილ გულსა განმითენე, მო, არე,
ვარდ-უწყალობავ, მუშთარი მოარე!
ვიცი შენით დამშვენდება მოარე,
მა ყარიბს თავ უჩნო საქმისარად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...შეყრილან ერთად მკრთოლვარენიშეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი, ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი, ლალნი, შემცვე...მირიან ბატონიშვილსგრიგოლ მახსოვს გამატრუკლად, ხუმრობაზე შემაფხუკლად; საბრალო ჰკლეს დანით უკლად, უწოდებენ კრემენჩუკლად; თუ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026