kids.ge logo

ვაშა მას დღეს

ფავორიტებში დამატება
ვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი!
განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა!
ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი,
ელვარობით ტოპაზის ტახტს ისმოდა!
მზედ ტურფაობს შვენებითა ის არე,
მელნის ტბანი ნარგიზთაგან ისარე;
სატრფოსათვის ზრო-ტანითა ისარე.
კეკლუც-ნაზად ერხედა, ისმოდა!
მის ბუნება ეხატება დარითა,
შვიდ მნათობთა უაღრესობს დარითა;
მას დინა რით ედრება და რითა?
შავ-გლახ გული მახვილებით ისმოდა!
დეს ვნახე ის პირ-მთვარე, ეზარა;
დონი ტკბილის ხმითა მეზარა;
მას თუ ვშორავ, ვეჭვ სიცოცხლეც მეზარა.
ცხოვრებისთვის აწ შარბათი ისმოდა!
ბროლსა და ძოწს თანხმობითა აგებსა.
ვინ მცბირობს, ენა მისთვის აგებსა;
ნუღარ ჰსჭმუნავ, - ქუფრად ბინდსა აგებსა!
ქვეყნისათვის ნელ-საცხებლად ისმოდა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იადონს ის ევარდაიადონს ის ევარდა და სუმბულს ის ევარდა. თქვა მაისმა: "მე თქვენგან დაბმულ-ვარ ისე ვარ და!" შავმან შაშვმან ი...რაც მიიწერა სოფელმანრაც მიიწერა სოფელმან, ვეღარ დავთვალე ამრითა! ოდეს ვიტყოდი ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა! მისი სიმწარე ყ...შავნი შაშვნიშავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა ...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...მზე-ჭაბუკ ორბელიანზედათინას აღზრდილს აქებდეთ, ალვად ანორჩვით ასულსა, ბნელ ბაიათა ბრკვილობა, ბრანძვ-ბაბაჭუა, ბასრულსა! გონჯნი გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026