kids.ge logo

ვნახე პირ-მზე

ფავორიტებში დამატება
ვნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს;
ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია;
მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობს;
ზადოა, უბრყვილოა, არია!
ბროლის ცაზედ ზანგთ ლაშქარი ისრულებს,
მელნის ტბათა მშვენირად ისრულებს;
შვიდ ციურთა მერვე მნათი ისრულებს;
ის აპოლო, ის კეკელა არია!
ებროს ღაწვს ყელს ალმასი ისურა,
კეკლუცობა სატრფილოდ ისურა;
რადგანც პლანიტს დაყენებს ისურა,
მაღრიბთ დასნი ინაწევრა, არია.

სარო ტანი, წელ-ზარაფი ახევდა,
სევდა ჰქონდა მწუხარებით ახევდა;
მისი სხივილ მჭვრეტელთ გულთა ახევდა;
რაზარინობს, კინამოა, არია!
დეს შუქნი, განვიცადე, მესია,
მისად ქებად, აღმევლინა მესია;
მას ჰფარევდეს არსთა მბადი მესია!
მაშრიყს მკვიდრობს, მან ქვეყანა არია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოით მიჯნურნომოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი! ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი! აწ მნახეთ ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...დავით სარდლისადმისარდარო! ყარიბი. აწ აჯა-ქნევით ჩემს კალამს ვარქვ, რათა გძღვნიდეს შენ სალამს, სიტყვით მართვიდეს თეთრს ალამ...ამბავს ავწერ ადრინდელსაა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026