kids.ge logo

რაც მიიწერა სოფელმან

დავით სარდლისადმი

ფავორიტებში დამატება
რაც მიწერა სოფელმან,
ვეღარ დავთვალე ამრითა!
დეს ვიტყოდი ენითა,
სისხლი შეკუმშლის დამრითა!
მისი სიმწარე ყოველი
გულს გარდამრთხმიან კამრითა;
ბოლოდ უშორეს ვლა მომცა,
ვხედავცა წამი-წამრითა!

სისხლისა ცრემლთა დაწთობა
საახლოდ მომსურვებია;
ხილულთა დროთა ნიშატნი
საბავთოდ მომწყურვებია;
დესნი ჟამნი დამგვემენ,
მით თავი მომძულვებია;
ვაი, ღარიბსა ღარიბი
ცრემლითა შეგეწებია!

გითხრა-ღა, გმირო, ხსენებით
დენ თუ ვიძლო ენითა:
დეს ავლაბრად მოვიდა
ქალო თარეშ-ფრენითა,
ვარდი ვეფხი სამდევროდ,
გაჰყევ თეთრითა ცხენითა;
მინდორთა პირნი დაჰფარენ
ლეკთა მძოვრების ფენითა.

მისძახდი, გმირო ბელადო:
„ვინ ხარ?“ მან ხმა ჰყო: „აქალო!“
ცეცხლსა გითხოვდა ვით თივა:
„გამოვედ ჩემ კერძ აქ, ალო!“
გულ-მედგრად ლომმან შეჰყვირნე:
„აჰა ლომიო, აქ-ალო!“
მყის შეიხვეწა რაზმს შიგან:
„სჯობსო, - თქვა, თავი ვაქალო!“

თქვენ ოდენ შვიდნი თან გახლდენ,
კაცნი სხვა არვინ მეტანი;
შვიდასთა ლეკთა დაუდგით
მახენი გასაცეტანი!
მწუხრისა ჟამმან გაკმარნათ
თქვენ მათი ცემა-ჟლეტანი.
მობრუნდი გამარჯვებული,
თეთრსავე მჯდომი მზე-ტანი! [!]

მას აქეთ ვსთქვა თუ ყველაი,
სადა ვით იყავ სადავით, -
ვა თუ შეექმნას მსმენელთა
უსმენნი ძნელნი სადავით!
მისთვის დავაგდენ მრავალნი,
მცირედსა ვიტყვი სადავით.
ვიცი, არ გიყვარს ქებანი,
ჩვეულ ვარ მე თქვენსა, დავით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანტონი კათალიკოსზედანტონი ბნელთა განმკარგ დღე ერთა ვით ზე; ჱეთერ თვით ირის კამკამ ლმობილ მთენ ნაზენ; ორონ პეტ ჟამებთ რღვწილთ...სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...დავით სარდლისადმისარდარო! ყარიბი. აწ აჯა-ქნევით ჩემს კალამს ვარქვ, რათა გძღვნიდეს შენ სალამს, სიტყვით მართვიდეს თეთრს ალამ...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026