kids.ge logo

რხევით ნაზო

ფავორიტებში დამატება
რხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა,
ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე;
მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე,
მიჯნურსა ჰსწვამს სათის ინდი ის-არე!

დემს ვარდი აღნაზარდი არია,
მჭვრეტელთათვის გიშრის ტბანი არია;
ტრფიალთ დაჰკოდს, სისხლის ზღვითა არია;
სუნთქმა, ოხვრა შამ-გლახ გულსა ის-არე!

ვარდი კრძალვიდ არ იშიშვის არადა,
არშიყს ათრობს, არას უძღვნის არადა,
ცრემლის ღვართან, მის წინაშე არადა,
გრძნებულს ჰსჩაგრავს, ეშხით ჰსდაგავს ის-არე!
ვარდო, ბრძანე: ვით შეგამკო დარითა?
მზეო, სხივი მცირე მფინე დარითა!
ნუ თუ დამგმო ნაცვლად სხვათა დარითა?
ბესიკ ფიცხლავ ტრფობა გულსა ვისარე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...მირიან ბატონიშვილსკრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...ამბავს ავწერ ადრინდელსაა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ...სტვენს ბულბულისტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026