kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,
მოსავალით აივსო
კოლექტივის ველები.
დაიტვირთნენ ვაზები,
დაშაქრნენ მტევნები,
ღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები.
- სიტკბობაც აქ არი!
- სიხარულიც აქ არი!
- ბიჭო, მარდად დაჰკარი!
- ჩამობერტყე კაკალი!
ისმის შესახილები,
სიმღერებით სტკბებიან.
ჩუხჩუხებს თათარას
თმაჭაღარა ბებია.
ჩურჩხელები მზისაგან
მაგრდებიან, ხმებიან,
პატარები ბებიას
მკვირცხლად ეგებებიან,
ტკბილად ესიტყვებიან,
ტკბილად ეუბნებიან:
- ჩურჩხელები მოგვეცი,
საყვარელო ბებია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...ცხრა ძმა ხერხეულიძეეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები...აბასთუმანიბასთუმანი — ხაბაზთუბანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა. ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა....ასპინძა1 ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო. გადაიარ...ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...
„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „შემოდგომა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026