kids.ge logo

მხიარული ზაფხული

ფავორიტებში დამატება

ეს რა მალე დამთავრდა
მხირული ზაფხული?..
მოდი, ყველას მოვუყვეთ
ვინ სად იყო წასული.
ზოგი მთაში გახლდათ და
ზოგიც ზღვიდან დაბრუნდა.
ზოგმა სულაც კუს ტბაზე
მოხერხა გარუჯვა.
მთაში მყოფი სვანებს და
სვანეთს აქებს დემეტრე,
მაღალ კოშკებს იხსენებს,
ჰყვება ლამაზ ლეგენდებს.
ტასო ზღვაზე ყოფილა,-
ცურვა თითქმის ისწავლა,
ზღვა ისე მოწონა,-
სხვაგან უკვე არც წავა...
ნენემ ოზურგეთიდან
შეიყვარა გურია,
სე მღერის: გური
მართლაც სამურია...
ზუკამ ბრძანა ზაფხულში
ჯობიო კახეთში,-
ვნახე გრემი, იყალთო,
წინანდალი, გარეჯი!
კამათეს კარგა ხანს
სად ჯობია ზაფხულში
დასვენება, გართობა
რომელ კუთხე- კუნჭულში.
ერთმანეთთან რა გზებმაც
არ უნდა დაშოროს,
ყველა მხარეს სახელად
ჰქვია მაინც სამშობლო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ინტერნეტ-გმირითხუთმეტ ნინძას ნიღბიანს ვეომები დილიდან, თაგვს რომ დავაწკაუნებ, ჩემს ჭკუაზე ვახტუნებ. ახალ ეტაპს დავიწყებ...ბრძენი პაპას სიტყვებითუკი კარგი შვილი ხარ, სწავლა არ გეზარება, მაშინ შენი სიკარგით სამშობლოც გეყვარება. თუ შენს მეგობრობაში ეჭ...ჩურჩხელაგემრიელი ნუგბარია, ჩვენში უყვარს თითქმის ყველას. ჭკუას გმატებს, ძალას შეგძენს ნიგვზიანი ეს ჩურჩხელა. თევზ...პრანჭია ანოროცა დედა გადის გარეთ ერთ ჯადოსნურს ვაღებ კარებს, მის ოთახში ვიპარები და სარკის წინ ვიპრანჭები: ვდგები მა...გაზაფხულის წვიმაკაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად გაზაფხულის თბილი წვიმა. არ მაშინებს, ქოლგას ვკეცავ და წვიმასთან ერთად ვცეკვავ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „მხიარული ზაფხული“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026