kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება
ბუნებამ ფერი იცვალა,
დაცარიელდნენ ველები;
წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ,
ვინც იყვნენ წასასვლელები.
ციყვმა მოძებნა ფუღურო,
თაგვმა და გველმა - ხვრელები;
კვლავ კაჭკაჭთ დარჩათ მარტოკა
კაკლის კენწეროს ხმელები.
სოფლად ბეღურა ჩიტების
გუნდი და გუნდი ტრილებს,
ხან მზის გულს მიფიცხება
და ხან ფიჩხებში წრილებს.
გლეხი ისვენებს ახლაღა
მოღლილი მიწის მოვლითა,
ძილს მისცემიან მინდვრებიც
გადაპენტილნი თოვლითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...კოწო და კუწოკოწომ კუწოს გადასძახა: -გაახილე, კუწო, თვალი? ერთი მითხარ, გენაცვალე, როგორა გყავს დედოფალი? -ქალო, რაღა ...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026