kids.ge logo

ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო

ფავორიტებში დამატება
ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,
ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,
კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი,
შავი დალალები აბრეშუმისა;
თავზე მუზარადი, წელზე - ჯავარდენი,
ატლასის კაბაზე - რკინის აბჯარი;
ცხენი ქვიშისფერი, ლაგამი ოქროსი,
ლაგამი ოქროსი, ტახტა ვერცხლისა.
ცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,
თამარ დედოფალო, თამარალი,
ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია,
ცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიკვდილო, სიცოცხლისადასიკვდილო, სიცოცხლისადა თავსა ვერ მოგცემ მუდამა, წავალ, მოვკვდები მინდორში, ბალახი მექნას სუდარად, ყორნები...იავნანაიავ, ნანა, ვარდო, ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკ...მამულომამულო, შენთვის მოვკვდები, შენთვის ჩავიცვამ შავსაო, შენ შემოგწირავ სიცოცხლეს შემოგევლები თავსაო....თხას უთხრესთხას უთხრეს: მგელი მამკვდარა! თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა. - თხაო, ნუ გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა. იმას...თამარ დედოფალი ვიყავთამარ დედოფალი ვიყავ, თავი ძირს აღარ დავიღე, ზღვაში ჩავყარე სამნები, ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე; ქაჯებსა დავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026