kids.ge logo

პაწია მერცხალი

ფავორიტებში დამატება
მე პაწია მერცხალი ვარ,
მოჭიკჭიკე, მოლერსე;
ნეტავი რა დაგიშავე,
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!

სიყვარულით, სიხარულით
მთები, ზღვები გადმოვლესე,
სანამ შენთან მოვიდოდი,
ერთხელაც არ დავიკვნესე.

შორით თვალებს გიკოცნიდი,
ცის ლაჟვარდში ვსრილებდი,
ვჭიკჭიკებდი, შეგამკობდი,
სულ შენ შემოგტრფილებდი.

ცხრა-მთა გზიდან მომავალი,
მოქანცული, მოღალული,
დაბლა-დაბლა ვეშვებოდი,
შენ გეძებდა ჩემი გული.

ი, მოველ, დაგინახე,
გულში ია-ვარდი ვთესე,
ავჭიკჭიკდი უფრო ტკბილად,
ხმები გავიკეთესე.

გეფიცები და-ძმობასა,
მხოლოდ ეხლა დავიკვნესე:
არ გრცხვენია, უმიზეზოდ
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...მერცხალიმერცხალო, მახარობელო კეკლუცი გაზაფხულისა, მორბედო ია-ვარდისა, გამხარებელო გულისა! შენ გენაცვალე, ფრთაცქვი...შოშია- რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა? - რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა. გული დ...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026