kids.ge logo

ჩიტი და ილა

ფავორიტებში დამატება
პატარა ილამ ეზოში
ბევრი იცელქა დილითა;
გამოაყრუა მიდამო
გამხმარი ლელის სტვირითა.

შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,
გაჰკურცხლა, გაჯირითა;
ბაღჩას მიმართა, რომ პირი
ჩაიტკბარუნოს ხილითა.

მწიფე ბალ-თუთას ღიღინით
ჩანავარდა შუში;
ნახა იქ ჩიტი გაბმული
ფრთა-კისრით ცხენის ძუში.

გამოხსნა გულისფანცქალით
მალხაზი ჩიტი, ცქრილა;
ძაფი მობა ფეხზედა
და მაღლა შეაფრთხილა.

ხან ძირს დაუშვა, ხან შესვა
პაწია ხომანდულზედა;
დაკოცნა, მისათუთა
და მიხუტა გულზედა.

გამასპინძლდა ხართუთით
ბლის ტოტს აწვდიდა მთლინად,
მაგრამ რა ნახა მოწყენით,
ჩიტს უთხრა ალერსინად:

„იქნება ნაღვლობ დედაზე?
დედა მეც მიყვარს ძალიან...
აქ მოსასვლელად, ვინ იცის,
არც დრო აქვს, არცა სცალიან...

ჰა, გაფრინდი ბინაზე,
დედა შენ ნახე თავადა,
თორემ დაგიწყებს ლოდინსა
ჯავრით გახდება ავადა“.

თხრა და ფეხი გაუხსნა,
ჩიტი აივსო ლხენითა;
წავიდა, როგორც ნივი,
დედისკენ ჭიკჭიკ-სტვენითა.

შორს გაყოლა ჩირას
თვალი პატარა ილიამ...
მადლობა უთხრეს გულკეთილს
როგორც მზემ, ისე დილამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...ზამთარითეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე ...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026