kids.ge logo

მარმარილო

ფავორიტებში დამატება
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნირება, -
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!

სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!

აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:

ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება,
ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე...
ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!

აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,
სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, -
ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.

და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი,
რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი...
ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონახომალდს მიჰყვება თოვლის მადონა და ყვავილები გიიადონა. შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო. ...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...მონაზონ ქალს ოფელიასგმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა! დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი, ბოროტი გვე...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026