kids.ge logo

მოდის ჭალების სული მცურავი

ფავორიტებში დამატება
შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს,
არ გახსენდება დიდი შარაგზა.
შენ არ დაწყებ საბარს ცაცხვებს,
ღარ გაბამ მთებს ლაპარაკსა.

არ გაგონდება ჩვენი თუთები,
არ გაგონდება ჩვენი ფშანები.
არც შორი სახლი, ნასათუთები,
არც ღრუბლიან დღის კაშანები,

ტყე, შემოსილი ჩქარი ფშატითა,
ჩუმი შრილი ნეკერჩხალისა.
მდინარემ წყალი შემოდიდა,
კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა.

დაფარულია მთელი მინდორი,
თანდათან მღვრიე რინი მოდის.
მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი,
მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის.

მოაქვს ხები, მოაქვს მორები,
მოაქვს ჭალების სული მცურავი,
მოახლოვდა სახლებს მორევი,
მდინარის რისხვა და სამდურავი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....ისევ მაისის მათრობს თვალებიისევ მაისის მათრობს თვალები, ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით, გაჩნდნენ ნათელი თებერვალები, ახლა მცხოვრებნ...ქარი ქრისქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ, სადა...ქარი ამწევი ფარდისსიკვდილი პირად ოდენ ვიქნები, მე ჩემ დემონებს ვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები, სადაც შენს იქით, სადაც შე...ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალაქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა ზაფხულის ტყეებს გადაახალა. ისმოდა ხმები ახალ-ახალი, ტყე ტაძარივით იყო მაღალი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026