kids.ge logo

ნუგეში

ფავორიტებში დამატება
რის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში,
ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი:
შევიდე უცხო სიმსუბუქეში,
გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი.

ვიცი, ეს მხოლოდ ისე იქნება,
როგორც ყოფილა ოდესმე ღამით:
დათვლა ნაბიჯის და დამიზნება,
ნისლიან ამინდს, ნისლიან ამინდს!

მაგრამ ნაცნობი ზმანება ბროლის
მოვა: სალამი თანამგრძნობ თვალებს!
მას მოზიდავს ხმობა გასროლის
და შეჩერებას მე დამავალებს.

ვიცი: პოტის გატეხილ სახელს
ბრბო არ დაინდობს გასათელავად,
მაგრამ შენი მზე სიბნელეს გახევს
და დაადგება შუბლს ნათელივით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არ არის იგი იმდენად ტკბილიარ არია იგი იმდენად ტკბილი დრო, დაფარული ცეცხლის ენებით, მაგრამ არც ისე მწარწ აქვს კბილი საწამლავებით და ...ქალაქისაკენწავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ. ის გამოვიდა ძლიერ ადრე...ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...კახეთის მთვარეცა ვარსკვლავების ჭიქით გადაფარული არის, აი, ტყეების იქით მოჩანს ბუნაგი მთვარის. ჩვენ მივდიოდით მთაში, ვერ...დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილითდღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით, ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები, ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით, მე დამუნჯებით ცას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026