kids.ge logo

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ფავორიტებში დამატება
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,
მწუხარე თვალიბით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
თუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო
შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა ურით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის,
მაოდ გვინდოდა!მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები-
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით,მშვიდობით,მშვიდობით!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო! შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო, მიგაფრენს მუსუკის მღელვარე ნაკადი,...თეთრი პელიკანიგადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარ...მატარებელშიმთები აჭრელდა როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შე...მალე ფერგადაშლილიმალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთი...მარმარილოაჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026