kids.ge logo

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს

ფავორიტებში დამატება
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.
მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია,
მატარებლის დამღალველი ხმარი,
რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.

მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ყველაფერი სიზმარივით გათავდა,
რასაც გული სიყრმით დახატავდა.

მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,
მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
რა - არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,

იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს
არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია!
ყო ღამე, იყო უდაბნოთი,

დეს მშვიდი და უცნობი პოტი
თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,
და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს იმ ატმის ყვავილებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუგეშიარის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში, ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი: შევიდე უცხო სიმსუბუქეში, გამომყვეს ლურჯა ცხე...ცამეტი წლის ხარცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვი...დამწველი თავის სიმშვენიერითდამწველი თავის სიმშვენიერით, დამშვენებული უხვი განგებით ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი, როგორც ელვარე ფარშავა...კავშირი გულთა შორისდიდო არმია! არის შენი მედგარი მხარი ჩვენი სამშობლო მხარის მარჯვე ხმალი და ფარი. მებრძოლმა ჩვენი ველის, ჩვ...მე და ღამეეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026