kids.ge logo

რაც არ იწვის, არ ანათებს

ფავორიტებში დამატება
რაც არ იწვის, არ ანათებს, -
ჩინარად ლპება ნელა.
მოდი, დამწვი, სიყვარულო,
მიშუქე, სადაც ბნელა!

ერთი წამიც კი სიცოცხლის,
თუ სხივების მომფენია,
სინათლოს და უგრძნობელს
საკუნეს მირჩევნია.

მართალია, მთას რომ დასთოვს,
თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!
თავზე თეთრი, თმა ჭაღარა
გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;

მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს,
სადაც სდაგავს გენია,
ეს კანონი საზოგადო
თავიდანვე ასცდენია.

პოტის გულს, გახურვებულს,
სადაც ელავს, ღელავს გრძნობა,
რას მოუშლის თმა ჭაღარა?
რას დააკლებს ხნოვანობა?

მრწამს სიწმინდე სიყვარულის
სევ ისე, როგორც ძველად,
და გულს ვუგებ საკურთხევლად,
ზედ სიცოცხლის დასაწველად!

თუმც ეს მსხვერპლი სადუმლო
სადუმლოდ იწვის, ქრება,
მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც
რის დიდი ნეტარება…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...სულიკოსაყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026