kids.ge logo

ავადმყოფი მგოსანი

ფავორიტებში დამატება
ბედო შავპირო, უპირო,
ამრევო გზა და კვალისა!
სულს ნუ ამომხდი, მაცალე
დახამხამება თვალისა!...

აჩრდილიღა ვარ წარსულის
და ლანდი მომავალისა!...
ვის შერჩენია, მე შემრჩეს
გადახდა სოფლის ვალისა?

მაგრამ სურვილმა მომხიბლა
ცრუ მომედე ხვალისა;
ჩამიხმატკბილა ჩანგურმა
და გული გამიხალისა:

ჩონგურო! ჩემო ჩონგურო!
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრიმანჭი წკრილი
ხელახლად მომეწყურაო;

ჯორა გაქვს ია-ვარდისა,
სიმი - ბულბულის ენაო;
ფრთები არწივის გასხია,
შეგშვენის აღმაფრენაო;

მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ,
წამის-წამ, კიდის-კიდესო!
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე, შენსა გადამკიდესო!...

დიდება შენსა მოვლენას,
ცირო, ტკბილო ძალაო!...
დაადნა გული შენს სიმებს
და სული დაცალაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026