kids.ge logo

პატარა ბიჭი ვიყავი

ახალი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
პატარა ბიჭი ვიყავი,
პატარა ბიჭუკელაო;
“დაურჩი დედას, კარგი ხარ!”
შემომნატროდა ყველაო.

პატარა გოგო მიყვარდა,
პატარა გოგუცანაო;
ცაში ვარსკვლავიც არ ბრწყინავს
ლამაზი იმისთანაო.

თავი მოგვწონდა ორივეს,
გულს კარი ჰქონდა ღიო;
შიგ ჭიკჭიკობდა ბულბული,
ვარდი ჰყვადა, იო.

გვეგონა, დაბლა ქვეყანა
მაღლა ცით დათაფლულაო,
შიგ სიყვარული ნათესი
ჩვენს კარზე ამოსულაო!

თავზე დავიდგით გვირგვინი,
მივდექით საყდრის კარსაო;
მამასახლისმა დაგვჩხავლა:
- “მღვდელო, რად სწერდი ჯვარსაო!

ნეფეს სალდათად იწვევენ,
უნდა მოხადონ ვალიო;
სამ წლამდის ქვრივად დარჩება
ხემწიფის პატარძალიო”.

ავტირდი პატარა ბიჭი,
პატარა ბიჭუკელაო;
“ვაი შენს დედას, საბრალოვ!”
შემომტიროდა ყველაო.

პატარა გოგოც ატირდა,
პატარა გოგუცანაო,
მაგრამ ჩემ დაბრუნებამდე
სხვა ნახა ჩემისთანაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედშენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული; შენგან ქებული, დავიწყებული დღეს მაგონ...ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026