kids.ge logo

ნუგეში

ფავორიტებში დამატება
ჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს,
შვილიშვილი კი - ერთი.
ბებია ამბობს - ჩემს ბედში
არ ურევია ღმერთი.
ჩემს შვილებს ღმერთი არა სწამთ?
როგორ გავჩუმდე, როგორ?
ხუთ შვილზე ერთი ბადიში
და მერე, ისიც გოგო?
- ნუ გეშინია, ბებია,
რომ გავიზრდები, მაშინ
იმდენ შვილიშვილს გიყიდი
ვერ დატიო სახლში.
სი სათვალე გექნება,
ჩემო ბებია ოლღა,
სი კაბა და თავშალი,
სი ქუდი და ქოლგა.
შენ ოღონდ კარგად იყავი,
ნუ უჯავრდები მამას,
და ჩირსაც თუ არ მოგვაკლებ,
ჩვენც არ მოგაკლებთ ჭამას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხულიგანიიყო ქორწილი ორისა, შევარდნისა და ქორისა, მოფრინდა მართვე არწივთა, თამადად დაჯდა ყანწითა, გვერდით მოისვა ხ...შაშვებიხეზე შემოსხდნენ შაშვები, შურდულს ესვრიან ბავშვები. - შაშვი ხომ მგალობელია, ჰეი, ბავშვებო, რას შვრებით! და...მანანას წერილიჩემო კარგო მედიკო, ჩემო კარგო დაია, გეფიცები თოჯინას, მომენატრე ძალიან. მომენატრა სოფელი, ბაბუა და ბებია,...მღერიან თუშის ბიჭებიმიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები, ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან, მიიმღერიან, ...მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026