kids.ge logo

რა დახატა ბაქარმა

ფავორიტებში დამატება

ხატვას იწყებს ბაქარი,
მომარჯვა ფანქარი.
დახატა და წაშალა
დაკლაკნილი გზა-შარა.

მერე - დიდი სახლი და
გზაც დახატა ახლიდან.
გზასთან - ღობებია,
გზაზე მიდის ბებია.

სახლის გვერდით ბაღია,
იქვე - ჭაა თავღია.
ჭასთან სხედან ქათმები,
ბაღში მოჩანს ატმები.

ბაღთან ძროხა აბი
და ბავშვები დარბიან.
დააკვირდით, აქ არის
თვითონ ჩვენი ბაქარიც...

თურმე, იმას ხატავდა,
რაც გულში აქვს ნატვრადა.
სოფელი და ბები
როგორ მონატრებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდას მაღაზიაუღრან ტყეში მელაკუდამ გახსნა დიდი მაღაზია და წარწერა ჩამოკიდა “შემობრძანდით, არის ღია”. სავსე არის დახლებ...ანას გასაჭირითუკი დამაცემინა, დედა მაწვდის მაშინვე თერმომეტრს და იძახის: - შენი ფერი მაშინებს! გამიზომავს სიცხეს და ის...გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...საზიარო ნაკვეთიციყვი ციკო, თაგვი თენგო და კურდღელი ამბაკო, შეიკრიბნენ მუხის ძირას, რომ მოილაპარაკონ. საზიაროდ შეიძინეს თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026