kids.ge logo

პრანჭიები

ფავორიტებში დამატება
სულ ერთი ციცქნა, პაწი
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,
სე პატარა ბოსტანი,
ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია,
იქვე ბაჭიას მეზობლად
ციყვს ჰქონდა ნაძვზე ფუღურო,
შიგ ედგა ერთი ქოთანი,
ცარილი და უყურო.
და მათ მეზობლად, ღრუბლების
მედითა და ნუგეშით,
პატარა იხვი ცხოვრობდა
გობისოდენა გუბეში.
ბაჭია გაძახოდა:
- შრომით მასკდება ოფლიო,
სტაფილოთი და მწვანილით
მე ვამარაგებ მსოფლიოს!
იხვი გუბიდან ყვიროდა:
- ცა თავზე ქუდად მხურავსო,
რაც მსოფლიოში თევზია,
სულ ჩემს გუბეში ცურავსო!
ციყვი ისეთი ფრთხილია,
ფუღურო ჩაკეტილი აქვს,
შიგნიდან გაძახოდა:
- ეს ჩემი ორი კბილია,
სეთი ალესილია,
რაც მსოფლიოში თხილია,
სულ ჩემი დაკვნეტილია!
ტრაბახში დადგა ზამთარი,
ერთ თვესაც არ გაუვლია,
იხვსაც,
ციყვსაც
და ბაჭიას
შიმშილით გასძვრა სულია.
იხვი,
ციყვი
და ბაჭი
სამთავე იყო პრანჭია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაძვის ხის სიმღერამოვალ, როცა მთა და ბარი თეთრ ნაბადში გაეხვევა, პატარების საოცნებო საახალწლო ნაძვის ხე ვარ. ჩამოვიყვან თოვ...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...ქურდბაცაცა ბაჭიაამდენ მწვანე კომბოსტოს არც ჩიტი ჭამს, არც ჭია. ალბათ ისევ ეშმაკობს ქურდბაცაცა ბაჭია! მოვა, როცა ძილში ვარ...მაჩვიგუბაზოულის ჭალაში ატყდა სტვენა და განგაში: წუხელ სიმონას წისქვილთან მაჩვი გაბმულა ხაფანგში, მა რა ეგონა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026