kids.ge logo

მაღვიძარა მამლაყინწა

ფავორიტებში დამატება
დილით ყივის მამლაყინწა,
ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა,
ღობის წვერზე შემომჯდარი,
მთავარსარდლის შესადარი,

წამოდექით პატარებო!
დაბანეთ პირი,ხელი,
ვარჯიშეთ, ისაუზმეთ,
და სკოლისკენ ჰერი, ჰერი!

პეტიკო და სერგუნიკა,
მარი,სოფო, ნინიკო,
დღე გათენდა, ტანთ ჩაიცვით,
ყიყლიყოო და ყიყლიყოოო!

ქეთ რაღაც ხმარია,
კაკანი და გნისი,
რა ხდებაო?-გამოცვივდნენ,
მედეა და ნიზი.

ბებოს ცეცხლი დაუნთია,
დაუმხია ზედვე კეცი,
დედლები ფრთებს ისწორებენ,
დაუდვიათ უკვე კვერცხი,
ქეთ ძაღლი აყეფდა,
ფაფა უკვე გაკეთდა?

მამლაყინწა ყივის ისევ,
ახმაურდა მთელი ეზო,
ბა ჩქარა პაწიბო,
სალამი უთხარით მზესო,

ჩაის სვამენ თინა, მარი,
ხელ-პირს იბანს ბიჭი ბესო,
ბექა ჩანთა მოკიდე!
შეახსენებს ძმას, ძმა რეზო.

ჩვენ სათი რად გვინდა?
ყიყლიყო გვყავს მამალი,
სოფლის გაღვიძებაში,
ღარა ჰყავს ბადალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დასჯილი ფისოთათს ყოფს აკვარიუმში, ეფერება თევზებს, დაისაჯა ფისუნა, კუთხეში დგას, ფეხზედ. ვერ გაიგო, ჩაფიქრდა, -ასე რა...ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...მარკეტშიმარკეტში წაიყვანა, ორი შვილი მამიკომ, არ ჩერდება ირაკლი, ჭირვეულობს ნანიკო. მამი, მინდა ნაყინიიი, კამფეტე...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...თხაჩაიპარა თხა ვენახში, კიკინებდა ბეეე და ბეო, ვაზი მინდა რომ გავკვნიტო, და ნეკერით დავნაყრდეო. თხის კიკინი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026