kids.ge logo

დედა თბილისი

ფავორიტებში დამატება
გაგა ძლიერ მოხიბლა,
ჩვენი დედა თბილისმა,
მისთვის იქცა იმ დღიდან,
თითქოს სულის თილისმად.

ეს მაღალი სახლები,
სოფლად არსად ენახა,
როგორ ხტოდა, ცმუკავდა,
ერთი უნდა გენახათ.

ამრავი მანქანა,
უთვალავი ნათურა,
გვერდით მამა მიჰყვება,
და დაკო ხათუნა.

კინო თეატრები და,
სასეირნო პარკები,
დახლართული ქუჩები,
აქ ხომ დაკარგები?

ჰა ძველი თბილისი,
კლდეს დაკიდულ აივნით,
არ იღლები ცქერითა,
და სულ ფეხით დაივლი.

აქ სამების ტაძარი,
ვარსკვლავივით კიფობს,
მტკვარი წყნარად დუდუნებს,
ისტორიას გვიამბობს.

იქ სინი, ქაშუთი,
ტაძრებს ვეღარ დაითვლი,
მთაწმინდიდან დაჰყურებს,
თბილისს მამადავითი.

ზოპარკი, სკვერები,
ვაკის პარკი, „ბომბორა“,
ასკინკილით დახტიან,
ბიჭუნა და გოგონა.

ბანო და მეტეხი,
მეტრო,ავტობუსები,
მრავალფრად ბრდღვილებენ,
მაღაზიის შუშები.

პერაშიც კი იყო,
მოისმინა „დაისი“
რუსთაველზე სეირნობს,
ირგვლივ სუფევს ხალისი.

ძლიერ, ძლიერ მოხიბლა,
გაგა დედა თბილისმა,
და ქალაქი იმ დღიდან,
ექცა სულის თილისმად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლიკა და სარკელიკა გუშინ ავად გახდა, არ გაუშვეს დღესაც ბაღში, მშობლები კი მუშაობდნენ, მარტოდ დარჩა გოგო სახლში. მოეწყინ...საოცარი ქვეყანაზღაპრის გუდა ამ დილით, გზაზედ შემომეყარა, მითხრა თურმე არსებობს, საოცარი ქვეყანა, გასაკვირად ჩვენისა, დავ...სუფთა ღრუტუნიაბინძური და ლაფიანი, დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი, სურვილი აქვს ღრუტუნიას, არა ბევრი, ორად ორი. რომ ეს ჭუჭ...ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...კატისა და თაგვთა შერიგებათაგუნების სოროში, ზეიმია ნამდვილი, დღეობა აქვს ცუნცულას, აუსრულეს წადილი, დაპატიჯეს ნაცნობნი, და სტუმრებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026