kids.ge logo

მეურნე იმედა

ფავორიტებში დამატება
მსურს მოგიყვეთ ამბავი,
ფრიად გასაკვირი,
ჰყავს ბიჭუნა იმედას,
ყურპარტყუნა ვირი.

განა მარტო ვირი ჰყავს,
ძროხა და ხბო ბოჩო,
წიწილები, მამალი,
დედლუყუნწა „ქოჩო.“
თხა,- ბაკუნა „ბეკეკო“,
ცხენი,ლეკვი „კისო“,
ინდარის ჭუკები,
პირცმაცუნა ფისო.
თასფერი თევზები,
გოჭუნტულა“ხუნაგა“,
თმახუჭუჭა ცხვარუკა,
თაგუნია „მსუნაგა.“
როცა მოდის ბაღიდან,
მეგობრები, ხვდებიან,
ჟრიმულით ,ბღავილით,
პატრონს ეგებებიან.
ფისო კნავის,წრიპინებს,
მომეშველე იმედა!-
ბოჩომ რძე შემისვრიპა,
ჩემთვის არ გამეტა.
ლეკვი კისო წკავწკავებს,
რა დარდი აქვს მასაც?
თურმე ციცქნა წიწილამ,
ძლიერ გააბრაზა.
ბღავის ცხვარი ბუნჩულა,
იმ თხამ წვერებ ცანცარამ,
შემიჭამა ბალახი,
ბაღი სულ მთლად გაცალა.
გებება იმედას,
ცრუპენტელა თაგუნა,
ინდარის ჭუკიამ,
თავთავი არ მარგუნა.
დედლუყუნწა ქოჩორამ,
დაასმინა მაკო,
კვერცხი უკვე დავდეო,
მაგრამ მან არ აღო.
ღიმება ბიჭუნას,
იცვლის ტანზე იმედა,
ი უკვე თქვენთან ვარ,
ყველა დაამედა.
მშივრებს მისი მიჰგვარა,
ცუღლუტები დასაჯეს,
როგორი მეურნეა,
მკითხველო თვით განსაჯე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბელი და სანდლებიჰა მეზღაპრეც გამოჩნდა, ჩიტიც უსმენს ბუდიდან, ისე კარგი ზღაპარი, ამოიღო გუდიდან. ********** სიხარულსა ვერ ...დალი და მანანაძილის წინ ციცქნა მანანამ, ჰკითხა უფროს დას დალის, სულმოუთქმელად ტიტინებს, ის ფუშფუშელა ქალი. ნელ ნელა რომ...სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...იხვის ჭუკიყვითელა ვარ, იხვის ჭუკი, ძლიერ მცხელა,ტანში მზარავს, არსად არის ამ ეზოში, ჩემთვის გუბე-აბაზანა?...ნაცარაღორმუცელა და ცანცარა, ჩვენს ბოსტანს სტუმრობს ნაცარა, რაც ბოსტნეული გვებადა, სულ შესანსლა და გაცალა. სტაფი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026