kids.ge logo

სალამური

ფავორიტებში დამატება
გამიგონია, ვითომც ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს
და თავის ქნევით, დამუქრებული,
მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,
რომ მიტანოს იქ ჩვენის ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი,
მაგრამ იმავ დროს ეშმაკის სული
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაღუნოს, გადმოღუნოს
და მოთხაროს სულ ძირინა;
მერე ენახოს მწყემსს წაქცელი,
ხელში აღოს პატარ დანა
და გამოეჭრას მას სალამური,
რომ მოწყენის დროს სული ჩაჰბეროს,
და მთა და ბარის დასატკბობელად
აკვნესოსო და ატიროს.
ეს უნდა იყოს ის მაცდური ხმა,
პირველ მწყემსისგან მოგონებული;
აქ ისმის ცის და ქვეყნის ამბავი
ერთად შეთხზული… შეზავებული!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026