kids.ge logo

ხატის წინ

ფავორიტებში დამატება
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და სადუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.

მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიდი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიდი!

მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.

რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!
მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.

სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,
ნათელი - ჭკუა-გონება,
მათგან გამონაშუქი.

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?

კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026