kids.ge logo

მემღერება და ვიმღერი

ფავორიტებში დამატება
მემღერება და ვიმღერი, _
გულზე მჭირს სამი ირა:
წარსულზე ფიქრი მაწუხებს,
აწმყოში არა ყრია რა
და მომავალის ფიქრებიც
რავინ გამიმზინა!
ნისლებში გახველია,
ოდნავა ბჟუტავს ვარსკვლავი,
ვეღარ ვაშორებ თვალებსა,
ერთხელ იმისი მნახავი,
დაჟინებულის მის ცქერით
შევიქენ დასაძრახავი.
გულში კი წყლული იზრდება,
სულსა მიხუთავს, მაღონებს,
სიკვდილი არა მწადიან,
თუმც ტანჯვა სიკვდილს მაგონებს
და ჩემი ყოფნა ასეთი
საწყალს ამირანს მაგონებს.
ხმალიც გვერდს უძე, გოშიაც
ერთგულადა ჰღრღნის რკინასა;
არც ხმალი მოდის გმირთანა,
ვერც თითონ სწვდება იმასა.
გაღრღნილი ჯაჭვიც მთელია,
ჰხედავს მერე დილასა;
სწვავს ტანჯვა-ვაების ცეცხლი
პატრონს და იმის ბინასა:
მომავლის სხივი აქარვებს
გმირის ოხვრას და გმინვასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...კახეთსმაღალ-ახადით გავხედავ, სამოთხეს კარი ეღება: ალავერდი სჩანს, კახეთი, ჩემის სამშობლოს შვენება; გულში ამოხდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026