kids.ge logo

რუსთაველის ნეშტი

ფავორიტებში დამატება
მგოსანო საქართველოსავ,
წამოხედე ზეზედა,
ხილე შენი სამშობლო,
მიმორე მზეზედა.
შენი ერისა ჭაბუკნი
გიამბორებენ ხელზედა;
მართლდება შენი ნათქვამი
თასზე განა ერთზედა?

თავისუფლდება მონები,
შენ გულს რომ გჭირდა წყლულადა;
ნეხვთა და ვარდთაც ლამის რომ
მზე მოფინოს სწორადა;
ღარ ვართ გუშინდელები,
ვიქცენით ერთი-ორადა;
წამოგვეზარდნენ ჭაბუკნი,
ჰნახო, სცნობ არწივ-ქორადა!
თავს სწირვენ ნესტანისათვის
ტარილივით ლომადა.
და ივერიის დიდებას
ხალხს აუბნებენ შორადა.
აღვსდეგით, ცამდე ავმაღლდით
ნათქვამნი ჩასაქოლადა.

თუ არ წამოხვალ, მანდ მოვლენ;
დღემდის ბევრებსაც ჰნახავდი.
ვიცი, რომ გიმებოდა,
გულს ვარდად დასახავდი
სახესა ვაჟკაცებისას.
მიღე, როგორც შვილები,
თავ-დადებულნი ქვეყნისთვის,
შენი სამშობლოს გმირები.
კურთხე შენის მარჯვენით
ეგ მარგალიტის ღილები,
სამშობლოს მკერდით აჭრილნი,
მისთვის დამწვარი ცვილები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026