kids.ge logo

სოფლისა წესი ასეა

ფავორიტებში დამატება
სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან;
მკვდრების მაგივრად მალედვე
მერები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაჩენი
მას თავის გასაკვებადა.
იმიტომა სძულს უძულური,
ვით ტანსაცმელი ძველია:
რომ უყვარს ნორჩი, ახალი,
მით დაიმშვენოს წელია.
დავიხოცებით, სიყვარულს
საკუთარს, ნადებს გულადა,
ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ
საქვეყნოდ დაკარგულადა.
მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,
ის ისევ რჩება ცხოვლადა,
დაფრინავს, როგორც ფარვანა,
სამო, კარგი ყოვლადა,
გულის ძგერა აქვს სამეფოდ,
ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.
ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,
შიგ ია-ვარდის მრგველია,
მისგან ჰყვირის ირემი,
მისით დაფრინავს შველია;
მისგანა გალობს ბულუბლი,
მისგნითვე მწვანობს ველია,
მისგან ხარობს ბუნება -
კანასკნელი მწერია…
ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,
თავის სატრფოსთვის ხელია.
დიდება ქვეყნის შემომქმედს,
რა კარგად დაწერია!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩიტი-ჩიორაამწვანდა მთები, ამწვანდა ჭალა, გამოიჩინა ბუნებამ ძალა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს: არც დაეძინა, არც დაიღ...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026