kids.ge logo

ხევზედ მიდიან ნისლები

ფავორიტებში დამატება
ხევზედ მიდიან ნისლები,
გაჩქარებულნი, მღერითა.
როგორ ხარობენ ტივლები,
რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა!

ვეღარას ვხედავ ბეჩავი,
გამიქრენ წვერნი მთისანი;
ვაჰმე, ვეღარა მწვდებიან
სათბობლად სხივნი მზისანი.

ბარემ მეც ჩამთქით, ნისლებო,
დამნაცრეთ, დამაფერფლეთო,
თვალნი დამთხარეთ, გულისაც
სადილი გაკეთეთო.

სად მიხვალ, სადა, ყორანო,
შენ მაინც შამიბრალია,
მიამხანაგე, გენაცვლე,
ყრანტალით გამახარია!..

წავიდეთ, ერთად წავიდეთ,
მოვშორდეთ მშობელს მხარესა,
ნუღარ ვიხილავთ საყვარლის
ჩვენის ქვეყნისა მთა-ველსა.

წავიდეთ, გადავიკარგნეთ.

დავსთელოთ სხვისნი არენი!
ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთ
ცრემლის წყარონი მწარენი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026