kids.ge logo

შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს

ფავორიტებში დამატება
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,
განმაბრძნობელი, გამხელებელი!

ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!
ყოვლნი კეთილნი მან შეერთა,
სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად
და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვილიმიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის, მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის, ოდეს იგი ენითა სასუფევლის უა...სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნისატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ, და ბაგენი მდუმარენი ხვაშიადსა მიმალვიდენ! მაგრა...საყურევითა პეპელა არხევს ნელნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა ა...მიყვარს თვალები მიბნედილებიმიყვარს თვალები მიბნედილები, ეშხისა ცეცხლით დაქანცულები; მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად განეწონვი...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026