kids.ge logo

სანთელი

ფავორიტებში დამატება
ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა,
რომელიც წეღან უხვად ნათელსა
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა
და თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა;
აწ მიწურვილა გასაქრობლადა,
შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა
კვლავ შანდლიდამა წამოხედავს...
ებრძვის სიკვდილსა ჩემი სანთელი,
მაგრამ მას, წყეულს, რა დამარცხებს?
ლაჟვარდად ქმნილი სუსტი ნათელი
შანდლის ჯურღმულში თავსა ანარცხებს.
გერ ოთახსაც ჩრდილმან გადაჰკრა,
კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი,
გერ სანთელიც შანდალში ჩაქრა...
რა დამრჩა მისგან? — მწვარი პატრუქი.
ეგრეთაც კაცი ძლირი ჰქრება,
რა ეწვევა მას სიკვდილი — მტერი;
მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება
ერთი მუჭა-ღა გამხმარი მტვერი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იანიჩარიაგერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა, შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა... მიჰქრის, მი...ხმა გულისაჩუმ მაღნარშია წამოწოლილი ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი, და საიდღამაც ნაზი ბულბული სტვენდა სიყვარულს გა...ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ...ალექსანდრე ჭავჭავაძეЕго стихов пленительная сладостъ Пройдет веков завистливую далъ. პუშკინი. მისი ლექსი შვებით, ლხენით ხან მ...პოეტიმისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა; არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026