kids.ge logo

ანას გასაჭირი

ფავორიტებში დამატება
თუკი დამაცემინა,
დედა მაწვდის მაშინვე
თერმომეტრს და იძახის:
- შენი ფერი მაშინებს!

გამიზომავს სიცხეს და
სევ იწყებს ვაი-ვიშს:
- აბა, ჩქარა დაწექი! -
წამსვე ლოგინს გამიშლის.

დამილაგებს საწოლთან
ბებსა და მიქსტურებს.
ვინც კი ჩემთან შემოდის,
ყველას გარეთ ისტუმრებს:

- ანას ახლა სიცხე აქვს,
გამოკეთდეს, ადროვეთ.
სხვა დროს მოდით, ბავშვებო,
ახლა მარტო დატოვეთ!

დედას, ალბათ, ჰგონია,
რომ კარგ საქმეს აკეთებს -
მე ბავშვებთან თამაში
უფრო გამომაკეთებს.

მერე ისევ თერმომეტრს
იღლიის ქვეშ გამიჩრის...
ეჰ, მარტო ეს რომ იყოს,
მაშინ კიდევ რა მიჭირს?

ძალით ლიმონს შემაჭმევს -
დახოცავსო ბაცილებს!
ძმრიან ტილოს შუბლიდან
წუთითაც არ მაცილებს...

რი გზა მაქვს, დედამ კვლავ
სე რომ არ მამყოფოს -
თერმომეტრი დავმალო
ან არ ვივადმყოფო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...მელაკუდას სორომელაკუდა კლიენტს ეძებს - აბა, ვის გსურთ ბინაო? სორო, სამოთახიანი, უნდა გავაქირავო! სულ ახლახან გავაკეთე ქ...ბუდღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026