kids.ge logo

გიშრის ნავნი

ფავორიტებში დამატება
გიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ,
რისენი მთვარეზედ კამარობენ,
ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ,
მათ-თან ჭოგრნი აღარად სახმარობენ!

აწ ედემი ტურფად ნარგიზოვანებს,
ასფოდელო მრავალ-ყვავილოვანებს,
სუფთა ქცევით ფერად-ფურადოვანებს;
მრჩობლ ხუმარნი ლამაზ-მოცინარობენ!

მარჩბივნი მარიხნი სისხლის მღვრელობენ,
ყორნის ბოლოს გაშლით მომზიდველობენ,
აბაშ-ინდნი მას გუშაგად მცველობენ,
სათად წამწამს ხშირად შეისარობენ!

მელნის ტბათა აღელვებს შვენებითა,
მშვილდ-რაინდობს ქამანდის ჩვენებითა,
უკვდავებას მოგვცემს ხელოვნებითა;
თვით-მპყრობელნი ჩემზედ კეისარობენ!

ლამპარად გვამისა ეს იცხადების;
მის მსგავსი მარავსა იბადების;
მასთან მყოფი ნიდაგ განახლდების.
ქვეყანასა აწუხებენ, ხარობენ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...რაც მიიწერა სოფელმანრაც მიიწერა სოფელმან, ვეღარ დავთვალე ამრითა! ოდეს ვიტყოდი ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა! მისი სიმწარე ყ...ანბანთ-ქებაარს ბრძან გნომით, დავლის ეთერს, ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, იალ კმობით, ლალ-მინობით, ნებ-ორბობით პირ-ჟირობი...გამტყორცა სოფელმაგამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა; დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად! რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი; სიც...დილას მთიებსდილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026