kids.ge logo

მარიკელას ეძინება

ფავორიტებში დამატება

„დედიკონა, ზღაპრის დროა,
ნახე, როგორ მეძინება!“
პაწაწინა მარიკელას
ეშმაკურად ეცინება.

„კარგი, დედის სიხარულო,
ჩემს კნუტს რის მოსმენა უნდა?
როგორ მოტყუა მგელმა
უღრან ტყეში წითელქუდა?“

„რა კარგია, მომიყევი,
წითელქუდა მარტო იყო?
უღრან ტყეში რომ წავიდა,
თოფი რატომ არ წაიღო?“

“პატარა და ლამაზ გოგოს
თოფი, აბა, რად უნდოდა?
ხელში კალათი ეჭირა,
ბებიასთან მიდიოდა.

მაგრამ სანამ მივიდოდა,
წინ გაუსწრო თურმე მგელმა,
და ბებიკო გადაყლაპა
იმ მართლაც რომ საძაგელმა“.

მარიკელა უცებ შეკრთა
და საბანში ჩამალა.
თვალები აწყლიანდა:
“დედიკოსთან მინდა, ჩქარა!“

“შვილო, ამას რატომ ამბობ,
დედიკო ვარ, გენაცვალე!“
“არა, იქნებ შენც მგელი ხარ
და დედიკო გადაყლაპე...“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეგობრობათურმე ერთი ჩიტუნია ფრთამალი და ფრთახატულა ხის ტოტებში მიმალულა, გასუსულა, განაბულა. სუნთქვაშეკრული ცახცახ...გაბუტულან ტოროლებიგაბუტულან ტოროლები, აბრაზებენ ოლოლები, კვერს უკრავენ გუგულები, კისკისებენ ბულბულები, მხრებს იჩეჩენ კაჭკაჭ...ნია და სერიალიყურადღებას ითხოვს ნია, ადგილი ვერ უპოვნია, არც დედიკოს, არც ბებიას მისთვის არავის სცალია. აზუზუნდა ჩვენი ...გაზაფხულიაბა, დელია, დელია ცხოვრება მშვენიერია. პატარა გოგო-ბიჭები მიდიან, მიიმღერიან: მზეს დავასწარით ადგომა, მერ...სპლიყვი„რაღა გითხრა, არც კი ვიცი, კეთილი ხარ, მაგრამ ბრიყვი!“ – დედა სპილოს საყვედურებს თავდახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026