kids.ge logo

გაზაფხულო ლამაზო

ფავორიტებში დამატება

ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იბო,
ჩემო ნუშის ხებო,
ჩემო ჩიტუნიბო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა, ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
ი, თავი ამოჰყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სათვალებები, როგორ დავიჯერო, რომ სათვალე კარგია, იმ დღეს ვცადე, გავიკეთე, არაფრად არ მარგია. ვეღარც ფისო დავინახ...სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...ტელევიზორი- გადაცემა ვისზეა, ყვავზეა თუ ჩხიკვზეა? - სულერთია, ვისზეა, ჩართეთ ტელევიზორი! ... და მთელი დღე ასეა, ყვე...სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...მანანას წერილიჩემო კარგო მედიკო, ჩემო კარგო დაია, გეფიცები თოჯინას, მომენატრე ძალიან. მომენატრა სოფელი, ბაბუა და ბებია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026